Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

TSU Faculty of Law Students Success

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა პროექტში „იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში“ გამარჯვება მოიპოვეს.

 

გამარჯვებული გუნდი დაკომპლექტებული იყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისგან - ციცი გიგოიძე, ნაია სისაური, დავით ხვისტანი.

 

ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“(ELSA Georgia) ორგანიზებით განხორციელდა. საგანმანათლებლო პროექტისთვის გრანტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გასცა და ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას.

 

გამარჯვებული გუნდი ელსა ჯორჯიას დაფინანსებით მონაწილეობას მიიღებს ჰელგა პედერსენის სახელობის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში.

 

http://bitly.ws/IQ78